ლევან ვასაძე: პაატა ცაავას მხარი დაუჭირა სრულიად საქართველოს ლიბერალურმა საჭინკეთმა (ვიდეო)

ამის შესახებ ბიზნესემენმალევან ვასაძემ ვიდეო მიმართვაში განაცხადა.

“გასულ კვირას მთელი საქართველო შემზარავი მოვლენის მომსწრე გახდა. ყოფილმა მეუფემ, იგივე პაატა ცაავამ, მართლმადიდებლური წმინდა სინოდი სხდომაზე მისი მრავალწლიანი უღირსი საქციელი გამო, მისი მღვდელმთავრობის შეჩერების მერე, ჟურნალისტების თვალწინ, მთელი ქვეყნის წინაშე გაუგონარი, ენით გამოუთქმელი შეურაცხყოფა მიაყენა ჩვენი ერის სულიერ მამას და დასწამა მას ცილი, იმ ცოდვაში, სწორედ, რომლის მიმდევრებიც დუჟმომდგარი უჭერდნენ მხარს სწორედ პაატა ცაავას.

მან ენით აუწერელი შეურაცხყოფა მიაყენა ადამიანს, რომლის მამობრივი ზრუნვითა და წყალობითაც ჰქონდა მას ყველაფერი ამ ცხოვრებაში, მისი ეკლესიამდელი უღირსი ცხოვრების მიუხედავად. პაატა ცაავას მხარი დაუჭირა სრულიად საქართველოს ლიბერალურმა საჭინკეთმა” – განაცხადა ვიდეო მიმართვაში ლევან ვასაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად