ლევან ვასაძე მხარდამჭერებთან ერთად ვერის ბაღში And then we danced -ის კინოჩვენებას აპროტესტებს (ფოტორეპორტაჟი)

ბიზნესმენი ლევან ვასაძე ვერის ბაღში ბრიფინგს მართავს, სადაც მხარდამჭერებთან ერთად, ვერის ბაღში ფილმ And then we danced – ის კინო ჩვენებას აპროტესტებს.

მათ ადგილზე ხმის აპარატურა დაამონტაჟეს, რომლითაც ბიზნესმენი ლევან ვასაძე და მისი თანამოაზრეები  მხარდამჭერებს სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით მიმართავენ.

ლევან ვასაძის თქმით, ის საზოგადოებას და მედიას 18:00 საათზე მიმართავს. ლევან ვასაძის მხარდამჭერები ვერის ბაღში ხატებითა და ჯვრით მოვიდნენ.

“გვითხრეს, რომ ბევრი ხალხი მოდის და ველოდებით მათ. რეგიონებიდანაც მოდიან”,-ამბობს ვასაძე

შეგახსენებთ, ქართულ-შვედური ფილმის სახელწოდებით – “და ჩვენ ვიცეკვეთ” ჩვენება თბილისისა და ბათუმის 6-ს კინოთეატრში ერთდროულად იგეგმება.

საქართველოს კინოთეატრებში 8 ნოემბრიდან ლევან აკინის ფილმი „და ჩვენ ვიცეკვეთ“ გამოჩნდება, რომელიც ქართულ-ფრანგულ-შვედური ნამუშევარია. ფილმმა უკვე მიიღო არაერთი საერთაშორისო ჯილდო, მათ შორის ჩიკაგოს, სარაევოსა და ოდესის კინოფესტივალის გამარჯვებული გახდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად