ლევან ვასაძე: “კიევის ცენტრი ამერიკელებმა არ გადაწვეს?!”

 "ეს ომი, ეს კიევის ცენტრის გადაწვა, ამერიკელებმა არ მოახდინეს?! ვიქტორია ნულანდი დადიოდა და ფუნთუშებს კიევის ცენტრში არიგებდა ამ ოპოზიციონერებში",-ამის შესახებ ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ "იმედის" ეთერში სტუმრობისას განაცხადა. 

როგორც ვასაძემ აღნიშნა, უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში მიმდინარე მოვლენები ასახავს აშშ-ის პოლიტიკის წინააღმდეგ რუსეთის რეაქციას.

"ის, რაც ხდებოდა მაიდანზე, არაკონსტიტუციური, სისხლიანი რევოლუცია… ბიუროკრატი კორუმპირებული იანუკოვიჩის წინააღმდეგ იყო. როგორ შეიძლება ის მოგწონდეს, მაგრამ ის იყო კონსტიტუციურად არჩეული. ეს ომი, ეს კიევის ცენტრი გადაწვა, ამერიკელებმა არ მოახდინეს? ვიქტორია ნულანდი დადიოდა და ფუნთუშებს კიევის ცენტრში არიგებდა ამ ოპოზიციონერებში. ეს უბედურება რაც ხდება დღეს აღმოსავლეთ უკრაინაში, რისი შედეგია ხომ ხვდებით? რუსეთის ქმედებები ამერიკელების მოწყობილი გადატრიალების შედეგია, ეს ანტიკონსტიტუციური გადატრიალების შედეგია, რომელიც კიევში მოხდა”,-განაცხადა ვასაძემ.

კომენტარები
იტვირთება...