ლევან ვასაძე: კელი დეგნანი არ გაჩუმდა და ქაჯივით რქებით აწვებოდა ჩვენს მთავრობას

ბიზნესმენ ლევან ვასაძის განცხადებით, აშშ-ს ელჩი კელი დეგნანი, რომელმაც მიუხედავად 100 ათასობით ჩვენი მოქალაქის სოციალურ ქსელებში მისდამი მოწოდებისა, რომ გაჩუმებულიყო და თავისი ადგილი სცოდნოდა, არ გაჩუმდა და ქაჯივით, რქებით ბოლომდე აწვებოდა საქართველოს მთავრობას, რათა ჩატარებულიყო ეს პროვოკაცია.

„ გულისტკივილით და უდიდესი წუხილით შევიტყვე, ტელეოპერატორი ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ამბავი. პირველ რიგში მინდა გულითადად მივუსამძიმრო და თანადგომა გამოვუცხადო მის ოჯახს, მეგობრებს და ვთქვა, რა თქმა უნდა მეც ვილოცებ მისი სულისათვის. სანამ მე ჩემს დაავადებას, დიაგნოსტიკას ვებრძვი, აგერ დროებით, რამდენიმე დღით ბინაში გამომწერეს. თუმცა, ისევ უნდა დავბრუნდე ბატონ ლეო ბოკერიასთან. ჩემთვის ასეთი ამბის მოსმენა უმძიმესია. პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ აუცილებლად სახელმწიფო დონეზე, ზუსტად უნდა გაირკვეს, რა მოუვიდა ლექსო ლაშქარავას. რატომ დაიღუპა ის, მას შემდეგ, რაც საავადმყოფოდან გამოიწერა. სიკვდილის პირას მყოფი კაცის არაფერი აღარ ეტყობოდა. თავისუფლად დადიოდა. რატომ მოხდა მაინც და მაინც მაშინ, როდესაც ჩაცხრობისა და ჩაწყნარებისკენ წავიდა ეს კონფლიქტი, ხელოვნურად გაღვივებული ეგრეთწოდებული „პრაიდის“ გარშემო და რა დაემართა მას, რისგან გარდაიცვალა. ეს არის ახლა აუცილებელი და სახელმწიფომ ზუსტად უნდა დაადგინოს. მეორე, რაც მინდა ვთქვა, ჩემი ალბათობით, ჩემი ღრმა რწმენით ლექსო ლაშქარავა ახლა ცოცხალი იქნებოდა, რომ არა ის პროვოკატორები, რომლებიც ეცადნენ ჩვენი საზოგადიებისთვის ეგრეთწოდებული „პრაიდის“ დაძალებას. პირველ რიგში მე აქ მახსენდება სამწუხაროდ აშშ-ს ელჩი, ქალბატონი კელი დეგნანი, რომელმაც მიუხედავად 100 ათასობით ჩვენი მოქალაქის სოციალურ ქსელებში მისდამი მოწოდებისა, რომ გაჩუმებულიყო და თავისი ადგილი სცოდნოდა, მიუხედავად ჩვენი ეკლესიისა და ყველა ტრადიციული ძირითადი რელიგიის დედუმინაციის ლიდერების მიმართვისა, არ გაჩუმდა და ქაჯივით, რქებით ბოლომდე აწვებოდა ჩვენს მთავრობას, რათა ჩატარებულიყო ეს პროვოკაცია. ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციაში ეტყობა არაფერი შემთხვევით არ წერია და ქალბატონო კელი, რახან იქ წერია, რომ ეგრეთწოდებული ეს სულელური თვითგამოხატვის და შეკრების თავისუფლების უფლებები უნდა იზღუდებოდეს იქ, სადაც შედის კონფლიქტში საზოგადოებრივ მორალთან და უქმნის საფრთხეს სოციალურ სტაბილურობას, აი ამ პუნქტების ამორჩევით უგულებელყოფა და ფეხებზე დაკიდება, არის თქვენი და მთელი ჩვენი არასამთავრობო სექტორის და მთელი ჩვენი ჟურნალუსტური ლიბერალური მანქანის პასუხისმგებლობა იმიტომ, რომ თქვენ თქვენსავე, ამ შემთხვევაში ევროპულ ფუძემდებლურ დოკუმენტებს, მათთვის მოგესმინათ და მის მიხედვით გემოქმედათ, ამ პროვოკაციაზე აღარ წამოხვიდოდით. მესამე, რაც მინდა ვთქვა, რომ რა თქმა უნდა ის ვინც გალახა ეს უბედური კაცი, რომელიც გარდაიცვალა, პასუხისმგებელია ნებისმიერ შემთხვევაში, მაგრამ კონკრეტულად რა ზომით არის პასუხისმგებელი, რა მოხდა იქ, რა როლი ითამაშა იმ დაზიანებებმა, რაც ლექსო ლაშქარავას მიადგა ამ ფიზიკური დაპირისპირების შედეგად, ესეც პროფესიონალური გამოძიების საქმეა და არა ისე, როგორც ნარკო ბარიგა გირჩი ჯაფარიძე აცდებს, რომ არა აქვს მნიშვნელობა რისგან დაიღუპა ლექსო ლაშქარავა. საპატრიარქო უნდა დაინგრესო იმიტომ, რომ სისხლიანი ჯვარი დადგა პარლამენტის წინ. ეგეთი მანიაკების და კრიმინალების ხელში რომაა ქვეყანა, იმიტომ ვართ იმ დღეში, რომელშიც ვართ. ბოლოს მინდა ვთქვა, რომ ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ახლა ყველაზე მეტს ჩხავის, მთავრობის ამოტრიალებას მოითხოვს, როგორი მთავრობაც არ უნდა გვყავდეს, თქვენ იცით არაერთხელ დავპირისპირებივარ „ქართულ ოცნებას“ და ცდილობს ამაზე, თავისი პოლიტიკური მიზნები გაინაღდოს, არის სწორედ ის ძალა, რომელიც გვამებზე მოვიდა, ჯერ კიდევ ჟურნალისტ სანაიას მკვლელობის შედეგად გვამებზე იარა 9 წელი და უამრავი ადამიანი გააუბედურა. ვისაც მართლა სჯერა, რომ ამ ხალხს ედარდება ერთი ტელე ჟურნალისტის, ერთი ტელე ოპერატორის სიცოცხლე, ან ბრმა არის, ან თავს იბრმავებს და საერთოდ არაფერი ესმის ამ ქვეყანაზე. თუ გვინდა, რომ გვქონდეს სახელმწიფო, თუ გვინდა, რომ ვიყოთ სტაბილურები და განვითარდეს ლიბერალიზმი საქართველოში, უნდა დამთავრდეს თავისი უზრდელი უცხოელი ელჩებიანად“_ამბობს ლევან ვასაძე.

კომენტარები
იტვირთება...