ლევან ვასაძე: იმ დღეს, როდესაც პუტინს უნდა გამოეცხადებინა საქართველოსთან ვიზების გაუქმების გადაწყვეტილება, გამოვიდა ე.წ. ჟურნალისტი და დედა აგინა პირდაპირ ეთერში

“მე მოგიყვანთ თქვენ ჩემი ცხოვრებიდან ერთ-ერთ უახლეს მაგალითს. მე ვსადილობდი დაახლოებით სამი თვის წინ ერთ-ერთ წამყვან ინტელექტუალთან, ანალიტიკოსთან, რომელიც მუშაობს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში. ” – ამის შესახებ ბიზნესმენი ლევან ვასაძემ “ღამის კურიერთან” განაცხადა.

“ეს, თავისთავად, კრიმინალია უკვე ბევრი ქართველისთვის – რას ჰქვია, რუსულად ლაპარაკობ და რუს ანალიტიკოსს ესაუბრები?! მაგრამ, წარმოიდგინეთ, მე ერთ-ერთი კაცი ვარ იმ 700 000 ქართველიდან, ვინც მოძრაობს რუსეთში და საუბრობს რუსებთან – დაგვიბრუნეთ აფხაზეთი და ცხინვალი და ამის სანაცვლოდ, ვიყოთ მეგობრები…

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ეს კაცი მე მეუბნება – სიმართლეს ამბობს თუ არა, ამას არ აქვს მნიშვნელობა, მე მაქვს მიზეზები, მიმაჩნდეს, რომ ეს კაცი სიმართლეს მეუბნება – ჩვენ ვლაპარაკობდით, რა შეიძლება გაკეთდეს, რომ რამენაირად დაიწყოს დათბობა ქართულ-რუსული ურთიერთობების საზოგადოებრივ დონეზე მაინც. მაგალითად, გაუქმდეს ვიზები და ეს კაცი მეუბნება – იმ დღეებში, როდესაც გამზადებული იყო გადაწყვეტილება ამ ვიზების გაუქმებისა ჩვენი მხრიდან და რუსეთის პრეზიდენტს უნდა გამოეცხადებინა ამ გადაწყვეტილების შესახებ, გამოვიდა თქვენი ე.წ. ერთ-ერთ ჟურნალისტი და დედა აგინა მას პირდაპირ ეთერში და ბუნებრივია, ეს გადაწყვეტილება გაუქმდა,” – განაცხადა ლევან ვასაძემ.

კომენტარები
იტვირთება...