ლევან ვასაძე: გინდა ახტით და გინდა დახტით, ეს პრაიდი არ ჩატარდება!

ბიზნესმენი ლევან ვასაძის თქმით ის და მისი თანამოაზრეები დღის ბოლომდე არ დაიშლებიან და “ღირსების მარშის” ჩატარების უფლებას არ მისცემენ.

“დღეს გვითხრეს, რომ თითქოს ეს პრაიდი ისევ არ ჩატარდება, ჩვენ ეს არ გვაინტერესებს. რამდენი ვიღაცა ტუტუცი მამათმავალი კლავიატურას მიუჯდება და რაღაცას დაწერს… ჩვენ არასოდეს არ დაგვეზარება შეკრება და მზადყოფნა, რომ ამის ჩატარების უფლება არ მივცეთ.

ამიტომ დღეს ჩვენ არ გვაინტერესებს რას წერენ ინტერნეტში, დღის ბოლომდე არ დავიშლებით და მთელ საქართველოს ვპირდებით რომ პრაიდს არ ჩაგატარებინებთ. გინდა ახტით და გინდა დახტით”, – განაცხადა ლევან ვასაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად