ლევან ვასაძე: “ევროპაში საზღვრების გადაკეთება ამერიკელებმა დაიწყეს”

"რუსეთმა აღიარა აფხაზეთი და სამაჩაბლო მხოლოდ მას შემდეგ, რაც ამერიკელებმა გახლიჩეს სერბეთი და მათ დაიწყეს ევროპაში გადაკეტება", – ამის შესახებ ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ "იმედის" ეთერში სტუმრობისას განაცხადა. 

როგორც ვასაძემ აღნიშნა, სწორედ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ კოსოვოს აღიარების შემდეგ, რუსეთმა გადაწყვიტა ეღიარებინა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დამოუკიდებლობა.

"ის, რასაც სააკაშვილი აკეთებდა ადრე, არ იყო მხოლოდ მისი და მისი დანაშაულებრივი გუნდის ხუშტურები. ეს იყო რაღაც ბევრად უფრო დიდი ძალის სურვილი, რომელმაც იგივე გუნდით გადაწყვიტა…. ვუსამძიმრებ უკრაინას. იმ საწყალ გახლეჩილ, გაუბედურებულ ხალხს მოახვიეს ეს ვურდალაკების გუნდი, რომ გაიმეორონ იგივე, რაც ჩვენთან.

თქვენ ახსენეთ რუსები, რუსებმა იციან ყოველ დღე, როდესაც ჩავდივარ რუსეთში თავს საფრთხეში ვიგდებ, როდესაც საზოგადოებრივი დიალოგის დონეზე ვეუბნები, რომ ძალიან გვიყვარს თქვენი კულტურა, ისტორია, მაგრამ არ არსებობს, რომ ჩვენ შეგარჩინოთ როდესმე საქართველოს გახლეჩა. რუსეთმა აღიარა აფხაზეთი და სამაჩაბლო მხოლოდ მას შემდეგ, რაც ამერიკელებმა გახლიჩეს სერბეთი და მათ დაიწყეს ევროპაში გადაკეტება. კოსოვო რომ არ ეღიარებინათ ამერიკელებს, მე თქვენ გარწმუნებთ, რომ რუსეთი არ აღიარებდა აფხაზეთსა და სამაჩაბლოს. ეს არ ამართლებს რუსეთის მხრიდან ჩვენი მიწების ცალკე სახელმწიფოებად აღიარებას, მაგრამ ეს ხსნის რა მოხდა",-განაცხადა ვასაძემ.

კომენტარები
იტვირთება...