ლევან ვასაძე: დისკრედიტირებულ ბიძინა ივანიშვილს, დისკრედიტირებული პოლიტსანაგვე უპირისპირდება (ვიდეო)

ბიზნესმენი ლევან ვასაძე მორიგ ვიდეომიმართვას ავრცელებს.

ვასაძე პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტის ჩაგდების გამო დაწყებულ საპროტესტო აქციებს აფასებს და აცხადებს, რომ პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართელოს” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს არის დიკრედიტირებული და მას, ასევე დისკრედიტირებული პოლიტსანაგვე უპირისპირდება.

“ეს ხელისუფლება და ეს სახელმწიფოებრივი წეს-წყობილება განწირულია, ეს საღვთო კანონია, რომელიც ფიზიკის კანონებზე ძლიერია. როგორც გასულ ზაფხულს პრაიდის მცდელობას მოჰყვა არეულობა ქვეყანაში, იგივე ხდება ახლაც რუსთაველის პროსპექტზე, უარესი მოხდება ვშიშობ, რადგან ზაფხულში სახელმწიფომ ისმინა ერისა და ეკლესიის ხმისა და გააუქმა ის პრაიდი, ახლა კი არა. არავინ იცის რა ფორმით წარიმართება არეულობა და რამდენ ხანს გაგრძელდება,”- განაცხადა ლევან  ვასაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად