ლევან ვასაძე: დარწმუნებული ვარ, არჩევნებში რეზი არველაძე გაიმარჯვებს

სასტუმრო რედისონში ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატის რევაზ არველაძის საპრეზიდენტო პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა.

შეხვედრას რეგიონალური ფედერაციის და კლუბების წარმომადგენლები, ფეხბურთში მოღვაწეები და ქართველი მსახიობები, მომღერლები, რეჟისორები, ბიზნესმენები ესწრებოდნენ. მათ შორის იყო ბიზნესმენი ლევან ვასაძე, რომელმაც ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ მხარს რევაზ არველაძეს უჭერს.

"რეზი, შოთი და აჩი არიან ჩვენ უსაყვარლესი და ახლობელი ხალხი, საქართველოს დიდი პატრიოტები და ქართული ფეხბურთის დამსახურებული მოღვაწეები. ჩემი მოსვლით გამოვხტავ მათ სრულ მხარდაჭერას. სხვადასხვა კანდიდატების არჩევნები ნორმალური, დემოკრატიული პროცესია და დარწმუნებული ვარ, რომ რეზი გაიმარჯვებს, არ დაიშურებს ძალისხმევას და თავის ძალიან დიდ გამოცდილებას იმისთვის, რომ წინ წაწიოს ქართული ფეხბურთი", – განაცხადა ლევან ვასაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...