ლევან ვასაძე: ჩვენ არავის არ ვჩაგრავთ, არავის არ ვურტყავთ და არავის არ დავცინით

ამის შესახებ ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ ვერის ბაღში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა სადაც მისი თანამოაზრეები, “ღირსების მარშის” მოწინააღმდეგეები არიან შეკრებილი

“ჩვენ არავის არ ვჩაგრავთ, არავის არ ვურტყავთ და არავის არ დავცინით. თუ ადამიანი თავის ცოდვას ირცხვენს და ებრძვის, ჩვენ მისთვის ვლოცულობთ და ღმერთს ვთხოვთ ადამიანს ამ ცოდვის დამარცხებაში, მაგრამ არასოდეს არ მივცემთ უფლებას არცერთი ცოდვის აღლუმის ჩატარებისა”, – განაცხადა ლევან ვასაძემ.

შეგახსენებთ, ისინი ჯერ შსს-სთან იმყოფებოდნენ, სადაც “ღირსების მარშის” მონაწილეების შეკრება იყო დაანონსებული, თუმცა იქ არავინ დახვდათ, შემდეგ რესპუბლიკის მოედანზე გადაინაცვლეს, ბოლოს კი ვერის ბაღში შეიკრიბენ. ამ წუთებში კი ისინი რუსთაველისკენ მიემართებიან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...