ლევან ვასაძე: ჩემი თავი ენაცვალოს რიონის ხეობის მცველებს და იმ ოქროსავით ხალხს

“ახლა, ზოგი ამბობს, რომ ეგ ჩემი ბრალი არ იყოო, ჩემი ხელმოწერა არაა და მე კარგი ბიჭი ვარო, ზოგი საერთოდ კომენტარს არ აკეთებს, ამბობს, ჰესი უნდა აშენდესო. ამ ხალხს არ ესმით, რომ ამ ფორმით ეს ჰესი არ აშენდება. ჩვენ არ ავაშენებინეთ მათ ამ ფორმით ამ ჰესს, გინდა, ახტნენ გინდა – დახტნენ, რაც გინდა აკეთონ” – განაცხადა საზოგადოებრივი მოძრაობის „ერთობა, რაობა, იმედი“ დამფუძნებელმა ლევან ვასაძემ 9 აპრილის ბაღში შეკრებილ მოსახლეობასთან შეხვედრის დროს.

მისი განცხადებით, გარდა ადგილობრივი მოსახლეობის თანხმობისა, ნამახვანჰესის აშენებისთვის საჭიროა საკონტროლი პაკეტის მფლობელობა საქართველოს  სახელმწიფოს ხელში.

“ამ პირობის შეთმხვევაში, ნურავინ დაგვაბრალებს, რომ ვართ ქსენოფობები, თურქოფობები ან ნორვეგიოფობები, არის იქ ორი უცხოური კომპანია, კი ბატონო, იყვნენ უმცირესობაში, თუ საკონტროლო პაკეტი ჩვენს სახელმწიფოს ეკუთვნის ასეთ სტრატეგიულ ჰესში, და რაც მთავარია, ადგილობრივი მოსახლეობა ამა თუ იმ ფორმით ეთანხმება ასეთი ჰესის აშენებას, მაშინ ჩვენ არ ვართ წინააღმდეგი, რომ განვითარდეს ენერგეტიკა, ეკონომიკა და ქვეყანამ წაიწიოს წინ. ესენი ამას ვერ იზამენ, ამდენი თვე გავიდა, გრძელდება რიონის ხეობის გადათხრა. იყო ხელოვნური მცდელობები, რომ ჩვენ დაგვაპირისპირონ მათ, ჩემი თავი ენაცვალოს რიონის ხეობის მცველებს და იმ ოქროსავით ხალხს, ვინც ამდენი თვეა, გმირულად იცავს ჩვენი ქვეყნის ინტერესებს.” – განაცხადა ვასაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...