ლევან ვასაძე: ბოდიშს ვუხდი ჩემს შვილებს და ოჯახს იმისთვის, რისი ატანაც უწევთ

ამის შესახებ ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ ვერის ბაღში ჟურნალისტებთან განაცხადა.

“ბოდიშს ვუხდი ჩემს შვილებს და ოჯახს, იმისთვის რის ატანაც უწევთ, არავისზე არ გაბრაზდნენ, არ ჩაიდონ ბოღმა გულში. ეს არის უდიდესი ბრძოლა, ჩვენ ერთად იმიტომ ვდგავართ, რომ ჩვენს სამშობლოში დავიცვათ წესრიგი და უზარმაზარი საერთაშორისო გველეშაპი გესლისა და ბოღმის შხამით ინთხევა და ვერაფერს გვიშვება და ცდილობს გამოგვიყვანოს წყობილებიდან და თქვას, შეხედეთ გველეშაპი არის ესაო…

ყველა ის ადამიანი ვინც ჩვენ გვაკრიტიკებს ჩვენი საზოგადოებიდან, დაგვცინის და იძახის: ბნელები, ექსტრემისტები და ასე შემდეგ ჩვენ მათზე არ ვბრაზობთ.

ჩემი აზრით ეს კვირა იქნება მათო ფართხალი და პროვოკაციების კვირა” – განაცხადა ლევან ვასაძე,

 

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, ლევან ვასაძემ ვერის ბაღში, “თბილისის პრაიდის” საპროტესტო “კაცების აქციაზე” განაცხადა, რომ თბილისის ქუჩებში პატრულირების მიზნით ლეგიონს ქმნიდა. ასევე,  LGBT თემის “ყურის აწევის საზოგადოების” დაფუძნების იდეით გამოვიდა.

მოგვიანებით შსს-მ  გაავრცელა განაცხადება, რომ  უკანონო ფორმირებების შექმნის მოწოდებისთვის ყველა პირი კანონის წინაშე პასუხს აგებს

შეგახსენებთ, დღეს “თბილისის პრაიდის” ორგანიზატორი გიორგი თაბაგარი და სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია შინაგან საქმეთა სამინისტროში შეხვედრაზე იმყოფებოდნენ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ თაბაგარმა “აიპრესთან” განაცხადა: უსაფრთხოების გამო, შსს-მ გვითხრა “თბილისი პრაიდი” არ ჩაატაროთო

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...