ლევან ვასაძე: “ბიძინასთან ნუ დამაპირისპირებთ”

"ბიძინასთან ნუ დამაპირისპირებთ, მისი აზრი ჩემთვის ყოველთვის საინტერესოა",-ამის შესახებ ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ "იმედის" ეთერში სტუმრობის დროს, ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობის კომენტირებისას განაცხადა. 

როგორც ვასაძემ აღნიშნა, ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობის კუთხით კატასტროფული არაფერი არ ხდება.

"ბიძინას ნუ დამაპირისპირებთ, მისი აზრი ჩემთვის ყოველთვის საინტერესოა, მე ჩემი აზრი მაქვს. საგანგაშო და კატასტროფული არაფერი არ ხდება. ფუნდამენტალური პრობლემები – უმუშევრობა, ბარბაროსული კრედიტების ტვირთი ისევ აწევს მოსახლეობას, ტერორი – წეწვა, უმძიმესი მემკვიდრეობაა წინა ხელისუფლების მხრიდან.

ამიტომაც ვაკრიტიკებ პარლამენტს, სხვა პრიორიტეტებს განიხილავენ და არა იმას, რასაც საზოგადოება ითხოვს. სხედან და ბუსუსებიან პრეზერვატივებზე და ათას შემოგდებულ თემაზე მსჯელობენ. ოჯახური ძალადობა იყო ტრაგედია ყოველთვის, მაგრამ მისი ასეთი წამოწევა… ეს არის შემოგდებული თემა, რომ დასუსტდეს ოჯახი",-აღნიშნა ვასაძემ.

კომენტარები
იტვირთება...