ლევან ვასაძე ბიძინა ივანიშვილს “თბილისი პრაიდზე”: არაფერი შეგეშალოს! (ვიდეო)

ბიზნესმენი ლევან ვასაძე მე-40 ვიდეო მიმართვას ავრცელებს და მომავალ კვირაში ლგბტ თემის წინააღმდეგ მასშტაბურ აქციებს აანონსებს.

იგი მოუწოდებს საზოგადოებას, ხვალ, კვირა საღამოს, სულთმოფენობის დღესასწაულზე შეიკრიბონ ვერის აბღში და გაეცნონ სამოქმედო პროგრამას. „არაფერი შეგეშალოთ.

ჩვენ არ მოგცემთ კორდონების ჩაყენების უფლებას. სადაც არ უნდა იყოს, კინოთეატრში, სკევრში, თუ ტყეში ყველგან მივაკითხავთ, ყველა კორდონს გავარღვევთ და წაგლეკავთ. როგორ ვიზამთ ამას? ხვალ შევთანხმებით“, – ამბობს ლევან ვასაძე ვიდეო-მიმართვაში, რომელიც რამდენიმე წუთის წინ „საოჯახო კონგრესის“ facebook-გვერდზე გაავრცელა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...