ლევან ვასაძე: ბიძინა ივანიშვილი რაც მალე ჩამოშორდება ქვეყნის მართვას, მით უკეთესი იქნება!

ამის შესახებ ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ გადაცემა "რეაქციაში" განაცხადა.

"რამდენიმე წლის წინ თუ სწორად მახსოვს თქვენს ეთერში ვთქვი, რომ ბიძინა ივანიშვილს 2 ძეგლი ეკუთვნოდა. ერთი სააკაშვილის ჩამოცილებისთვის და მეორე იმ ქველმოქმედებისთვის, რაც მან ქვეყნისთვის გასწია. დღესაც გიდასტურებთ ამას, მაგრამ საკონსტიტუციოს გუშინდელი გადაწყვეტილების შემდეგ მიმაჩნია, რომ რაც მალე ჩამოშორდება ბიძინა ივანიშვილს ქვეყნის მართვის პასუხისმგებლობა და რაც მალე ჩამოშორდება "ქართულ ოცნებას" საქართველოს მართვის პასუხისმგებლობა მით უკეთესი იქნება პირადად ბიძინა ივანიშვილისთვისაც, "ქართული ოცნებისთვისაც" და ჩვენი ქვეყნისთვისაც. 

ეს არ არის პოლიტიკური განცხადება, ეს არის ქვეყნის რიგითი მოქალაქის განცხადება, რომელსაც ისევე უყვარს სამშობლო, როგორც ბევრ ჩვენთაგანს. ეს ჩემი შეფასებაა. მე ყოველთვის ვიყავი სიმართლის სამსახურში და ვიქნები, ისე როგორც ეს მე მესმის

წლების განმავლობაში გროვდებოდა ჩემში, მაგრამ გუშინ ცხადი გახდა, რომ ქართულმა სახელმწიფომ გადაკვეთა რუბიკონი, საბოლოოდ დაადასტურა რომ არის ქართველი ერის მტერი და აქედან გამომდინარე მიმაჩნია, რომ ბიძინასთვისვე უკეთესი იქნება. მე მგონი ის ამის მომხრეც არის, რაღაც დონეზე შეიძლება ქვეცნობიერ დონეზე. მეჩვენება რომ ის ამისთვისაც აკეთებს ასეთ რაღაცებს, რომ რაღაცნაირად ჩამოეხსნას მას ეს პასუხისმგებლობა, მაგრამ მე ვხედავ რომ ქვეყნის მართვა არ არის ამ კაცის საქმე. 2 აზრი არ არის, რომ ეს არის მტრული აქტი ქართული გენოფონდის მიმართ. ყველა, ვინც ამას მხარს უჭერს, საქართველოს ისტორიაში სევა, როგორც მოღალატე", – განაცხადა ლევან ვასაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...