ლევან ვარშალომიძე: ხალხი აიძულებს ივანიშვილს

აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ვარშალომიძე დარწმუნებულია, რომ საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით დღეს მიღებული გადაწყვეტილების შეცვლას, ბიძინა ივანიშვილსა და მის გუნდს, ხალხი და ოპოზიციური პარტიები აიძულებენ.

„დღეს, საქართველოს პარლამენტში, კენჭისყრამდე, მართლაც არსებობდა ის ბოლო შანსი, რომ დემოკრატიული საქართველო გვქონოდა. ამის შემდეგ, საზოგადოება პარტიებთან ერთად მიიღებს გადაწყვეტილებებს. ის მონაპოვარი, რმელიც ხალხმა 20-21 ივნის შემდეგ მიიღო, უნდა უნდა დაბრუნდეს და შესრულდეს. უნდა ვაიძულოთ, ხალხი აიძულებს ივანიშვილს“,-აცხადებს ლევან ვარშალომიძე.

შეგახსენებთ: დღეს, 14 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტმა ჩააგდო კანონპროექტი 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ. ინიციატივას 101-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 3 კი წინააღმდეგი იყო.

ინიციატივის პირველი მოსმენით მისაღებად 113 ხმა იყო საჭირო. კენჭისყრამდე რეგისტრაცია 141-მა დეპუტატმა გაიარა. ეს იმას ნიშნავს, რომ 37-მა დეპუტატმა კენჭისყრაში მონაწილეოებისაგან თავი შეიკავა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად