ლევან ვარშალომიძე: ჩვენი მთავარი მოწინააღმდეგე ბათუმში ბიძინა ივანიშვილის ჩაზნექილი სკამებია

ეს განცხადება ,,ძალა ერთობაშიას” ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ლევან ვარშალომიძემ ტვ ,,პირველის” ეთერში გააკეთა.

„მთელ საქართველოში ერთადერთი მოწინააღმდეგე გვყავს – ბიძინა ივანიშვილი, კონკრეტულად ბათუმში, კი მისი ჩაზნექილი სკამები. ყველაზე დიდი გამოწვევა რაც ქვეყანაში გვაქვს ეს სიღარიბე და სიდუხჭირეა, ესაა ყველაზე დიდი მტერი რაც ჩვენ ერთად უნდა დავამარცხოთ. კონკრეტული გეგმაც გვაქვს და ამასთან დაკავშირებით მაჟორიტარობის თითოეულ კანდიდატთან გვექნება საუბარი. 31 ოქრომბერს ჩვენი ყველაზე დიდი მოწინააღმდეგე იქნება ბიძინა ივანიშვილის რუსული ოცნება ეს ერთადერთი გამოწვევაა”, – განაცხადა ვარშალომიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად