ლევან თოფაძის ოჯახის ადვოკატი: ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპისთვის სტაბილურია, მძიმე ოპერაცია ჩაუტარდა

„ლევან თოფაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, მას საკმაოდ მძიმე ოპერაცია ჩაუტარდა და ჯანმრთელობის მდგომარეობდან გამომდინარე, ამ ეტაპისთვის შეუძლებელია მისთვის კითხვების დასხმაც კი“, – ამის შესახებ ოჯახის ადვოკატმა გიორგი ანთაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

“ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპისთვის სტაბილურია, რაც შეეხება დაპირისპირების მიზეზს, ამ ეტაპისთვის მოგეხსენებათ, რომ ჯერ დაზარალებულად არ ვართ ცნობილი, შესაბამისად საქმის მასალებთან წვდომა არ გვაქვს.

მისი მდგომარეობიდან გამომდინარე, პრაქტიკულად შეუძლებელია მისთვის თუნდაც შეკითხვის დასმა. საკმაოდ მძიმე ოპერაცია ჩაუტარდა”, – განაცხადა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, გოგი თოფაძის შვილიშვილი ლევან თოფაძე დაჭრეს. საქმეზე დაკავებულია ერთი პირი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად