ლევან თევზაძემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობაზე საკუთარი კანდიდატურა მოხსნა და განცხადებას ავრცელებს

თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი ლევან თევზაძე განცხადებას ავრცელებს, რომელსაც “აიპრესი” უცვლელად ავრცელებს.

“უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის ლევან თევზაძის განცხადება როგორც საზოგადობისათვის ცნობილია, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მიმდინარეობს უზენაესი სასამართლოს წევრთა შერჩევის პროცესი.

შერჩევის პროცესში კონკრეტულმა პირებმა, მათ შორის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ზოგიერთმა არამოსამართლე წევრმა, საზოგადოებას მიაწოდეს მცდარი ინფორმაცია თითქოს საბჭოს წევრ ირაკლი შენგელიასთან ჩემი ნათესაური კავშირი აცილების საფუძველს წარმოადგენდა, რაც პროცესის მიზანმიმართული დისკრედიტაციაა. ორგანული კანონით პირდაპირ არის განსაზღვრული აცილების კონკრეტული საფუძვლები, რაც ჩემს შემთხვევას საერთოდ არ ეხება. მიმაჩნია, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლისთვის დადგენილ ყველა კრიტერიუმს ვაკმაყოფილებ და მაქვს ლეგიტიმური უფლება, მონაწილეობას ვიღებდე კონკურსში, თუმცა მხედველობაში მივიღე მიმდინარე პროცესის მნიშვნელობა სასამართლო სისტემისთვის და მიზანშეწონილად მივიჩნიე, მიმემართა იუსტიციის უმაღლესი საბჭოსათვის კანდიდატურის მოხსნის თაობაზე, რათა ჩრდილი არ მიადგეს ამ ისტორიულ პროცესს” – ნათქვამიაგავრცელებულ განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...