ლევან თარხნიშვილი: სოფელ ხურჩასთან ოკუპანტების მიერ საქართველოს 3 მოქალაქის დაკავება, ბიძინა ივანიშვილის უმოქმედო პოლიტიკის შედეგია

“ევროპული საქართველოს” წევრის, ლევან თარხნიშვილის თქმით, ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქეების დაკავება არის ქართული ოცნებისა და ბიძინა ივანიშვილის უმოქმედო პოლიტიკისა და საერთაშორისო ბერკეტების არ გამოყენების შედეგი.

„ეს არის საქართველოს მთავრობის, ქართული ოცნების და პირადად ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკის შედეგი, რომელსაც ისინი ახორციელებენ ბოლო 8 წლის განმავლობაში. ეს სამწუხაროდ არ არის პირველი ფაქტი, ჩვენ გვახსოვს ოთხოზორიას მკვლელობის ფაქტი, რომელსაც ფაქტობრივად არ მოჰყოლია რეაგირება, გვახსოვს მცოცავი ოკუპაცია, გვახსოვს ჩვენი მოქალაქეების გატაცებები. ფაქტობრივად, ეს არის ჩვენი მთავრობის უმოქმედობის შედეგი და იმის შედეგი, რომ ისინი არ იყენებენ მათ ხელთ არსებულ საერთაშორისო ბერკეტებს, არ იყენებენ იგივე ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას, არ იყენებენ ჟენევის მოლაპარაკების შესაძლებლობებს და ფაქტობრივად ერთადერთი საარჩევნო დანაპირები, რომელიც ქართულმა ოცნებმა შეასრულა არის ის, რომ საქართველო გაქრა დასავლეთსა და რუსეთს შორის დაპირისპირების საგნების სიიდან.
ესეც არ არის პირველი ფაქტი, როდესაც სამართალდამცავები არ არიან დაკავებული თავისი მოვალეობის შესრულებით, იქნება ეს კრიმინალთან თუ ოკუპანტის წინააღმდეგ ბრძოლა, ქართულმა ოცნებამ პირველი რაც გააკეთა ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, იყო ის, რომ გააუქმა არსებული საგუშაგოები ოკუპაციის ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე, გააუქმა პატრული, საქართველოს 3 მოქალაქის უკანონო დაკავებება და ამის შედეგად მივიღეთ ის, რომ საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ცხოვრობენ ოკუპაციის ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე არიან ფაქტობრივად ბედის ანაბარა დარჩენილები და დაუცველები.

რა თქმა უნდა, ერთის მხრივ, ეს არის რუსი ოკუპანტების მოქმედების შედეგი, მაგრამ ამ შემთხვევაში ალბათ უფრო უნდა გვაინტერესებდეს ის, თუ რა პასუხს სცემს საქართველოს ხელისუფლება და სამწუხაროდ ხელისუფლება უმოქმედოა“, – განაცხადა ლევან თარხნიშვილმა.

შეგახსენებთ, სოფელ ხურჩასთან რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს 3 მოქალაქე უკანონოდ დააკავეს

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად