ლევან თარხნიშვილი: მთავრობამ მოქალაქეებს უნდა აუხსნას რას ნიშნავს ვაქცინა, გაუგებარი რეგულაციებით კი არ უნდა დაკავდეს

მთავრობამ მოქალაქეებს უნდა აუხსნას რას ნიშნავს ვაქცინა, გაუგებარი რეგულაციებით კი არ უნდა დაკავდეს, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” წევრმა ლევან თარხნიშვილმა “აიპრესს” NDI-ს კვლევის იმ ნაწილთან დაკავშირებით განუცხადა, სადაც გამოკითხული მოქალაქეების 41% ვაქცინას არ გაიკეთებს, ამდენივე რაოდენობას კი მას გაიკეთებს.

ლევან თარხნიშვილი: ესეც იმ პრობლემის გაგრძელებაა, რა მიდგომებიც მთავრობას აქვს სხვა საკითხებთან დაკავშირებით. არავის უზრუნია იმისათვის, რომ მთავრობას აეხსნა, რას ნიშნავს ვაქცინაცია და მისი გამოყენება. ანუ, მუდმივად ეჭვის ქვეშ დაყენება ამ პირობების, ხელს უწყობს ამ პრობლემებს. არავინ არ იქნება თანახმა გაუთვითცნობიერებლად გაიკეთოს რაღაც. ესეც ჩვენი ყველას პრობლემაა, მაგრამ პირველ რიგში მთავრობის. ვინც გათვითცნობიერებულია, ის თანახმა იქნება. მე თანახმა ვარ და ალბათ თქვენც თანახმა იქნებით.

_ თანახმა ვარ, მაგრამ გააჩნია რომელი ვაქცინა იქნება. 

_ გასაგებია. რუსულ და ჩინურ ვაქცინაზე არც მე არ ვარ თანახმა. ის, რაც აპრობირებული და დადასტურებულია მსოფლიოში, იმაზეა საუბარი. ამ დეტალებში რომ შევდივართ, ეს ნიშნავს, რომ მეც და თქვენც შევიწუხეთ თავი და გვქონდა საშუალება, რომ მიგვეღო ინფორმაცია, მაგრამ ყველას არ აქვს ამის საშუალება – დრო და თუნდაც ტექნიკური საშუალება. შესაბამისად, ამის უზრუნველყოფა მთავრობის საქმეა და მთავრობა ამით უნდა იყოს დაკავებული და არა იმით, რომ აბსოლუტურად გაუგებარ რეგულაციებს იღებდეს და ადამიანებს აჯარიმებდეს.

სტატიის ავტორი იაგო ნაცვლიშვილი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად