ლევან თარხნიშვილი: მეუფე იაკობი დაკავდეს იმ საქმით, რომელიც მას ეხერხება

“ევროპული საქართველოს” წევრი, ლევან თარხნიშვილი ბოდბელი ეპისკოპოსის, მეუფე იაკობის დღეს გაკეთებულ განცხადებას პასუხობს.

თარხნიშვილის თქმით, საქართველო სეკულარული სახელმწიფოა და რაც უფრო ნაკლებად ჩაერევა ეკლესია პოლიტიკურ საქმეებში, მით უკეთესი იქნება ეკლესიისთვისაც და მთლიანად ქვეყნისთვის.

თარხნიშვილმა მეუფე იაკობს ურჩია, დაკავდეს იმ საქმით, რაც მისი ძლიერი მხარეა და არა პოლიტიკური ანალიზით.

„პასუხი არის მარტივი, საქართველო არის სეკულარული ქვეყანა და რაც უფრო ნაკლებად ჩაერევა ეკლესია პოლიტიკურ და სახელმწიფო საქმეებში, მით უკეთესი იქნება როგორც ეკლესიისთვის, ისე მთლიანად ქვეყნისთვის.
რაც შეეხება ბატონო იაკობის პოლიტიკურ ანალიზს, ნამდვილად არ არის ეს მისი ძლიერი მხარე და თუ დაკავდება იმ საქმიანობით, რომელიც მისი ძლიერი მხარეა, თუ ასეთი საერთოდ არსებობს, იქნება უკეთესი ეკლესიისთვისაც და მთლიანად საქართველოში მიმდინარე პროცესებისთვისაც.“ – განაცხადა თარხნიშვილმა.

შეგახსენებთ, დღეს მეუფე იაკობმა განაცხადა: “ოპოზიციის ნებაა, უნდა შევლენ პარლამენტში და უნდა – არა. მაგრამ ხომ ხვდებიან, რომ ქუჩაში იმდენი ძალა აღარ აქვთ, უბრალოდ ხალხი ვერ გამოჰყავთ. წარმოიდგინეთ, ეკლესიას რომ დასჭირდეს და დაუძახოს, ასე ცოტა ხალხი გამოვა? იმას გვაფიქრებინებენ, რომ ჩავერიოთ. ასე თუ გაგრძელდა, მაგასაც ვიფიქრებთ”

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად