ლევან თარხნიშვილ: ჩვენთვის პლებისციტის ნებისმიერი ვარიანტი მიუღებელია – მხოლოდ ახალი არჩევნები

„ევროპული საქართველო“ და სხვა ოპოზიციური პარტიები ვრჩებით იმ აზრზე, რომ კრიზისიდან გამოსავალი არის მხოლოდ ახალი არჩევნები. მეოთხე რაუნდის დროს ჩვენ „ქართულ ოცნებას“ შევთავაზეთ კომპრომისული ვარიანტი, რომ არჩევნებამდე მივიდეთ პლებისციტის გზით. ანუ გაზაფხულზე მოსახლეობას ვკითხოთ, თანახმაა თუ არა, რომ შემოდგომაზე ჩატარდეს არჩევნები, რაზეც უარი მივიღეთ”, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ლევან თარხნიშვილმა “გირჩისა” და “მოქალაქეების” ინიციატივაზე განაცხადა.

“პლებისციტის ნებისმიერი გაშარჟებული ვარიანტი, 48 პროცენტი თუ მიიღეს რომელიღაცა არჩევნებზე, თურმე ეს პლებისციტია, ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია. საერთოდ რატომ მოუვიდათ ეს აბსურდული იდეა და საერთოდ რატომ დაიწყო ამაზე საუბარი, სეპარატისტულად რატომ წამოაყენეს ეს.
ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი პარტიასთან მოლაპარაკებისთვის, თუმცა იმ აბსურდზე, რაზეც მათ გუშინ და გუშინ წინ ილაპარაკეს, თითქოს თვითონ შეარჩევენ იმას, ვის შეხვდებიან ჩვენი პარტიიდან, არც „გირჩის“ და არც „მოქალაეების“ გადასაწყვეტი არ არის, ვინ წარმოადგენს „ევროპულ საქართველოს“ ნებისმიერი სახის მოლაპარაკებაზე და რა პოზიციას დაიკავებს“, – განაცხადა ლევან თარხნიშვილმა.

ცნობისთვის, „გირჩისა“ და „მოქალაქეების“ ინიციატივით, თუ თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიცია გაიმარჯვებს, მაშინ დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად