ლევან შონია: ტყუილია, არ მივდივარ თავდაცვის სამინისტროში

გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი სახელმწიფო რწმუნებული ლევან შონია შესაძლოა თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის ერთ-ერთი მოადგილე გახდეს. თუმცა “აიპრესთან” შონია უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას.

“საიდან მოგაქვთ ეს ინფორმაციები ვერ გავიგე, ჯერ ერთი სამხედრო პირი არ ვარ, ​არც სამხედრო განათლება მაქვს, რატომ უნდა ვიყო?

ჩემი მოსაზრებაა, შეიძლება პირველი პირი იყოს სამოქალაქო პირი და პოლიტიკური ფიგურა, მაგრამ აუცილებელია სხვა დანარჩენი თანამდებობის პირები სამხედრო განათლებით იყოს.

დღეს საქართველოში სამხედრო განათლების მქონე საკმარისი კადრებია. თან ძალიან დიდი გამოცდილებით. ბევრ ქვეყანას არ ჰყავს ამდენი გამოცდილი კადრები,რამდენიც საქართველოს ჰყავს” – განაცხადა ლევან შონიამ “აიპრესთან”.

სტატიის ავტორი ირმა მესხია
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად