ლევან შონია სამეგრელოს კარატეს გუნდს: ეჭვიც არ შემპარვია თქვენს გამარჯვებაში

კარატეს საერთაშორისო ტურნირში გამარჯვებულ სამეგრელოს გუნდს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი შეხვდა,– ამის შესახებ ინფორმაციას სამეგრელო–ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ლევან შონიამ გამარჯვებულებს მიულოცა და წარმატებები უსურვა.

"მადლობას გიხდით იმისთვის რაც ჩვენს რეგიონისთვის გააკეთეთ, მე ეჭვიც არ შემპარვია თქვენს გამარჯვებაში. ჩვენ ხელს შეგიწყობთ, რომ თქვენ გქონდეთ ყველა პირობა უკეთ სავარჯიშოდ. რეგიონში დაწყბულია სპორტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, ჩვენ ვიწყებთ სპორტის სასახეების მშენებლობებს მუნიციპალიტეტებში, უახლოეს დროში ეს პროცესი იწყება ხობში“ – განაცხადა სპორტსმენებთან შეხვედრაზე გუბერნატორმა.

შეხვედრას, საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი მამუკა ყურაშვილი, ტურნირის გამარჯვებულები და მათი მწვრთნელები ესწრებოდნენ.

ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა მამუკა ყურაშვილმა ტურნირის მხარდაჭერისთვის სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორს მადლობა გადაუხადა და სიგელი გადასცა, კარატეს ფედერაციამ კი ლევან შონიას მესამე დანი მიანიჭა.

კარატეს საერთშორისო ტურნირი სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ლევან შონიას ინიციატივით და სამხარეო ადმინისტრაციის მხარდაჭერით ჩატარდა. მასში მონაწილეობა ჩეხეთის, აზერბაიჯანის, უკრაინის ყაზახეთის, ირანის სომხეთის, რუსეთის და საქართველოს გუნდებმა მიიღეს.

გუნდური შეჯიბრებები ორ ასაკობრივ ჯგუფში 8-დან 13 წლამდე და 14-დან 18 წლამდე გაიმართა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად