ლევან სამუშია: თუ მეორე დაზარალებულს მართლა თავი აქვს გატეხილი და კბილები ჩამსხვრეული, რატომ არ ხდება სამართლებრივი შეფასება?

თუ მეორე დაზარალებულს მართლა თავი აქვს გატეხილი და კბილები ჩამსხვრეული, რატომ არ ხდება სამართლებრივი შეფასება? – ამის შესახებ ადვოკატმა ლევან სამუშიამ გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა დაღუპული ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, თუ ამას გამოძიება შეფასებას არ აძლევს, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული.

“როგორც ადვოკატი მოყვა ადამიანს თავი აქვს გახეთქილი და კბილები ჩამსხვრეული, მას გამოეკიდნენ და ცემეს. თუ ეს ასეა, თუ ამას გამოძიება შეფასებას არ აძლევს, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული. ამ შემთხვევაში მეორე დაზარალაბულზე ვსაუბრობ.

ფოტოგრაფის მონაყოლი წავიკითხეთ და ეს იყო მიზანმიმართული ქმედება. აღარ ვსაუბრობ იმ ნაწილზე, რაც ბატონი მირიანის ოჯახის უბედურებას ეხება. ის გამოსაკვეთია და შეიძლება გამოძიებას კიდევ რაღაც სჭირდება, მაგრამ რაც ზედაპირზე დევს, იმაზეა საუბარი. სად არის სამართლებრივი შეფასება და რატომ არ ხდება სამართლებრივი შეფასება?

არ მინდა მუქად დავხატო და მინდა რომ ერთხელ მაინც თქვას გამოძიებამ პასუხი. მით უმეტეს, რომ ხორავას საქმის შედეგები გვაქვს სახეზე. თუ ამას არ ეძლევა სამართლებრივი შეფასება, ეს დიდ კითხვის ნიშნებს აჩენს”, – განაცხადა ლევან სამუშიამ.

შეგახსენებთ, 4 დღიანი ძებნის შემდეგ, მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში 22 ივნისს იპოვეს.   23 ივნისს კი შსს-მ გამოძიება გიორგი შაქარაშვილის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ფაქტზე დაიწყო. დღეს, 25 ივნისს გიორგი შაქარაშვილი დაკრძალეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად