ლევან სამუშია: მაჩალიკაშვილის შემთხვევაში სახელმწიფო მოიქცა როგორც შარაგზის ყაჩაღი

“მაჩალიკაშვილის შემთხვევაში სახელმწიფო მოიქცა როგორც შარაგზის ყაჩაღი. “,-ამის შესახებ “თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან სამუშიამ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

” საზოგადოება რომ არ ყოფილიყო მომთხოვნი, ზაზა სარალიძის გვერდით საზოგადოება რომ არ დამდგარიყო იმ მრავალათასიან მიტინგზე, საგამოძიებო კომისია შეიქმნებოდა?! რატომ არ იქმნება თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისია? რატომ თქვეს უარი? წინ აქვთ მაგალითი, რა იმუშავა საგამოძიებო კომისიამ სარალიძის საქმეზე და რა შედეგი დადო. მეორე ნაღმი არ უნდათ აუფეთქდეთ. მაჩალიკაშვილის საქმეზე სრული სამართლებრივი აბსურდია. მაჩალიკაშვილის შემთხვევაში სახელმწიფო მოიქცა როგორც შარაგზის ყაჩაღი.”,-განაცხადა ლევან სამუშიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად