ლევან სამუშია “ლელოს” შეუერთდა

ადვოკატი ლევან სამუშია, რომელმაც რამდენიმე დღის წინ “თავისუფალი დემოკრატები” დატოვა, “ლელოს” გუნდს შეუერთდა.

ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა და სპიკერმა ანა ნაცვლიშვილმა დაწერა:

“#ლელოსაქართველოსთვის
ლელოს გუნდს კიდევ ერთი ძალიან მაგარი პროფესიონალი, წესიერი და გულიანი ადამიანი შემოუერთდა!
მიხარიხარ, მეიმედები!
Levan Samushia”,– წერს ანა ნაცვლიშვილი Facebook-ში.

შეგახსენებთ, ლევან სამუშიამ “თავისუფალი დემოკრატები” 3 აგვისტოს დატოვა. ლევან სამუშია “თავისუფალი დემოკრატების” წევრი 2016 წლიდან იყო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად