ლევან სამუშია: კოვიდ 19-ის დამარცხებაა ძნელი, თორემ ხალხს კოვიდ 41-ის დამარცხება გადაწყვეტილი აქვს

კოვიდ 19-ის დამარცხებაა ძნელი, თორემ ხალხს კოვიდ 41-ის დამარცხება გადაწყვეტილი აქვს, – ამის შესახებ “ლელოს” მაჟორიტარობის კანდიდატმა დიდუბე-ჩუღურეთში ლევან სამუშიამ “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემაში “საჯარო პოლიტიკა” განაცხადა.

“ეს ადამიანები [ქართული ოცნება] ღუპავენ და უფსკრულში მიაქანებენ ქვეყანას. ჩვენ გვაქვს ერთი არჩევანი – ძალიან ძნელია კოვიდ 19-ის დამარცხება მსოფლიოსათვის, მაგრამ ვფიქრობ, რომ კოვიდ 41-ის დამარცხება გადაწყვეტილი აქვს საქართველოს მოქალაქეებს. პოლიტიკური კოვიდ 41 უნდა მოვიშოროთ ქვეყნიდან. ადამიანებს ერთი სული აქვთ როდის მოვა 31 ოქტომბერი, როდის გააკეთებენ არჩევანს და როდის გაუშვებენ ამ უნიათო, ქვეყნისთვის დამაზიანებელ პოლიტიკურ ძალას, რომელმაც ყველა კუთხით ჩამოაქცია ეს ქვეყანა და მიაქანებს უფსკრულისკენ”, – განაცხადა ლევან სამუშიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად