ლევან სამუშია: კლანის ხელმძღვანელ ივანიშვილს მივმართავთ, შეაჩეროს კლანური მმართველობის ფორმირება

“ლელო” მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესის შეჩერებას და სისტემის ძირეულ რეფორმას ითხოვს. აღნიშნული სახის განცხადებები პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ანა ნაცვლიშვილმა და ლევან სამუშიამ გააჟღერეს.

“მივმართავთ კლანის მთავარ ხელმძღვანელს, ბიძინა ივანიშვილს, დაუყოვნებლივ შეაჩეროს ეს პროცესი, რასაც ჰქვია სასამართლოში კლანური მმართველობის საბოლოო ფორმირება. ევროპის საბჭოს ხელმძღვანელმა ბატონმა მიშელმა თვითონ ჩაწერა იმ პრობლემების შესახებ და ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა საქართველოში არის სასამართლო და მართლმსაჯულებითი სისტემა, მიუხედავად ამ ყველაფრისა, ჩვენ ვხედავთ, რომ გრძელდება ეს პროცესი,“ – თქვა ლევან სამუშიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...