ლევან რატიანი: შეზღუდვების მოხსნა გაზრდის ინფიცირების რაოდენობას, მაგრამ არ გამოიწვევს მედიცინის კოლაფსს

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის   ლევან რატიანის განცხადებით,  შეზღუდვების შემსუბუქების გამო კორონავირუსის ახალი შემთხვევების მკვეთრი მატება მოალოდნელი არ არის.

მის შესახებ ლევან რატიანმა „იმედის“ გადაცემაში „ანატომია“ განაცხადა.

„მოგეხსენებათ, მოიხსნა რაღაც შეზღუდვები. ალბათ ეს გაზრდის ინფიცირებულების რაოდენობას, მაგრამ ალბათ ის რაოდენობა არ იქნება, რაც გამოიწვევს მედიცინის კოლაფსს. ეს იქნება, ალბათ, ერთეული შემთხვევები, საბედნიეროდ, რომლებსაც ჩვენი ქვეყანა აუცილებლად მოუვლის და გადალახავს“, – განაცხადა ლევან რატიანმა.

რაც ეხება საუნივერსიტეტო კლინიკაში არსებულ ვითარებას, ლევან რატიანის განმარტებით, მოსალოდნელია, რომ თვის ბოლომდე აუცილებლად გაეწერება ყველა პაციენტი გამოჯანმრთელებულ მდგომარეობაში და კლინიკა დაიწყებს ძველებურ ფუნქციონირებას

„მინდა გითხრათ, რომ ბოლო 2 კვირა ჩვენს კლინიკაში არც ერთი ახალი შემთხვევა არ შემოსულა და არ დადასტურებულა, რაც ძალიან გვახარებს ამ ეტაპზე. იმედია, რომ თვის ბოლომდე აუცილებლად გავწერთ ყველა პაციენტს გამოჯანმრთელებულ მდგომარეობაში და კლინიკა დაიწყებს ძველებურ ფუნქციონირებას“, – განაცხადა ლევან რატიანმა.

შეგახსენებთ: საქართველოში კორონავირუსი 728 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 509 უკვე გამოჯანმრთელდა, 12 პაციენტი კი გარდაიცვალა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად