ლევან რატიანი: როდესაც პირველი ორსული შემოგვივიდა ძალიან მაკანკალებდა, არავინ მიიღო ქვეყანაში

5 ორსული გავატარე, ყველა გამოჯანმრთელებული წავიდა”-საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა პულსი TV-ს ეთერში განაცხადა.

ლევან რატიანის თქმით, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 5 ორსული მიიღეს და ხუთივე გამოჯანმრთელებული გაეწერა:

” მე მაშინაც ვექიმობდი, ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში. ძალიან კარგად ვიცი გრიპით და გრიპის შემდგომი გართულებებით, როგორ იღუპებოდნენ დედა და ნაყოფი ორივე ერთად.

როდესაც პირველი ორსული შემოგვივიდა ძალიან მაკანკალებდა, იმიტომ რომ არავინ არ მიიღო ქვეყანაში. ერთადერთი დაწესებულება ვიყავით, ვინც მიიღო. რამდენიმე დღე მე, თვითონ, “დედა როგორ არის? ნაყოფი ცოცხალია” მე თვითონ დავდიოდი. არცერთ მათგანს არ წარმოუდგენია ჩივილი ორსულს, განსაკუთრებთ. 5 ორსული გავატარე, ყველა გამოჯანმრთელებული წავიდა”-ამბობს რატიანი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად