ლევან რატიანი: რეანიმაციულ განყოფილებაში 6 პაციენტი რჩება

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, მის კლინიკაში ამ ეტაპზე კორონავირუსით ინფიცირებული 54 პაციენტი იმყოფება,

„ამ ეტაზე კლინიკაში 71 პაციენტი წევს. კოვიდინფიცირებული გვყავს 54. მათი მდგომარეობა მეტ-ნაკლებად სტაბილურია. რეანიმაციაში მყოფი პაციენტებიდან 6 კვლავ რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში. 3 მართვით სუნთქვაზეა, 3 კი სპონტანურ სუნთქვაზე. ველოდებით ლუგარის ლაბორატორიის პასუხებს, ვინაიდან გასულია პროტოკოლით გათვალისწინებული დღეები. რაც შეეხება ინტენსიურ თერაპიულ განყოფილებაში პაციენტების რაოდენობას, მეტ-ნაკლებად ყველასი სტაბილურია. არცერთი უარყოფითი კლინიკური გამოვლინება ამ ეტაპამდე არ დასტურდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად