ლევან რატიანი: პირველი მტერი პანდემიასთან ბრძოლაში არის პანიკა, პანიკა და შიში უნდა მოვხსნათ

ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ინფიცირება არ ნიშნავს იმას, რომ ჰოსპიტალიზაცია აუცილებელია.

„როცა ვაკეთებდი განცხადებას, სულ ვიძახდი – როდესაც ინფექცია ვრცელდება, გაიზრდება დაავადებულთა რაოდენობა, მაგრამ ინფექციების გავრცელება კოვიდთან მიმართებაში საბედნიეროდ არ ნიშნავს იმას, რომ ყველანი ვართ დაავადებული. რომ ვართ ინფიცირებული, არ ნიშნავს იმას, რომ თითოეულ მათგანს სჭირდება ჰოსპიტალიზაცია. ამიტომ, ერთი სლოგანი უნდა შემოვიღოთ – დავუტოვოთ საწოლი მათ, ვისაც მკურნალობა სჭირდება. დანარჩენი ინფიცირებულებისთვის, ვისაც თუნდაც მცირე სიმპტომი აქვთ გამოხატული, ასეთი ადამიანებისთვის ჩვენმა სახელმწიფომ და ჯანდაცვის სისტემამ შექმნა შინ მკურნალობის პროტოკოლი, რის საფუძველზეც ყველა მათგანი მიიღებს იმ სამკურნალო საშუალებებით მოვლა-მზრუნველობას, რაც მოწოდებულია არამარტო ჩვენთან, არამედ მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში“,- განაცხადა ლევან რატიანმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად