ლევან რატიანი: კლინიკაში გვყავს რამდენიმე ახალშობილი, მათი მდგომარეობა მძიმეა, თუმცა მართვადი

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექორის ლევან რატიანის განცხადებით, მის კლინიკაში მყოფი ახალშობილების ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

როგორც რატიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, მათთან მკურნალობს რამდენიმე ორსულიც, რომელთა მდგომარეობა სტაბილურია.

„გვყავს რამდენიმე ახალშობილი, მათი მდგომარეობა მძიმეა, თუმცა მართვადი, ვინაიდან არცერთი არ იმყოფება მართვით სუნთქვაზე. დანარჩენი პაციენტები იმყოფებიან ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში“,- განაცხადა რატიანმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად