ლევან რატიანი: ეს ვირუსი ისე წავა სამყაროდან, ვაქცინა არ დასჭირდება

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, საბედნიეროდ, კორონავირუსს ლეტალური გამოსავალი უფრო ნაკლები აქვს ვიდრე სხვა დაავადებას, ამიტომ ეს გვაფიქრებინებს, რომ დადგება მომენტი, როდესაც ამ ვირუსთან ბრძოლაში მედიკო-ბიოლოგები გაიმარჯვებენ.

“ეს ვირუსი ისე წავა სამყაროდან, ვაქცინა არ დასჭირდება”.

განაცხადა ლევან რატიანმა „POSTV“-ის ეთერში. მისი განმარტებით, ინფიცირებულთა ზრდა არ ნიშნავს იმას, რომ ეს პირდაპირ კავშირშია დაავადებულთა ზრდასთან.

“ჩვენ შეიძლება ვიყოთ ინფიცირებული, მაგრამ არ ვიყოთ დაავადებული. ეს იმას ნიშნავს, რომ ვირუსის მტარებლობა არ ნიშნავს დაავადებულს, მაგრამ თუ ვირუსმა ორგანიზმში გამოიწვია ამა თუ იმ ეტაპზე სხვადასხვა სისტემის ფუნქციების დიზფუნქცია, უკვე ჩნდება დაავადება კლინიკური მანიფესტაციებით. ერთი რამ, რაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ექსპერტთა მიერ აზრი არ შეცვლილა, ესაა ადამიანთა 83% შეიძლება უკვე იყოს ინფიცირებული და არა დაავადებული, დანარჩენ 17%-ში ვლინდება დაავადების სიმპტომატიკა, სადაც კრიტიკული პაციენტი 2-3%-ია, რაც მანამდე 4-5% იყო, დანარჩენ 15%- ში ნაწილდება მსუბუქი, საშუალო და მძიმე პაციენტები“, – განაცხადა ლევან რატიანმა.

მისი თქმით, საქართველოში საწოლფონდი გაზრდილია და სრულიად საკმარისია იმ რაოდენობის პაციენტებისთვის, რა რაოდენობაც ამ ეტაპზე ქვეყანას ჰყავს.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად