ლევან რატიანი: დაავადების მიმდინარეობის განმსაზღვრელი სწორედ იმუნოგენეტიკაა

ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელმა ლევან რატიანმა “ტვ პირველის” გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა.

“ამ ვირუსმა გაიარა რაღაც ეტაპები და ჩამოყალიბდა დაავადება კოვიდ 19. ყველასთვის ახალი იყო ეს დაავადება. ვინაიდან ახალ ვირუსს წარმოადგენდა, ახალი სიცოცხლის შენაძენს და როგორც მსოფლიო ჯანდაცვის ორიგანიზაცია იძახის 80%-ში შეიძლება გამოვლინდეს უსიმპტომოდ, შესაბამისად რაღაც ეტაპებს.

ჩვენთან შემოსული პაციენტი გადის არა მხოლოდ სახელმწიფო პროტოკლით დადგენილ წესებს, არამედ რადგანაც საუნივერსიტეტო კლინიკა ვართ, თავიდან ბოლომდე ვსწავლობთ პაციენტს და მის მიხედვით ვსვამთ დიაგნოზს. პროტოკოლში შეიძლება ეწეროს რაღაც, მაგრამ ეს დამოკიდებულია ინდივიდუალიზმზე. ხშირად ხმარობენ სიტყვას იმუნოგენეტიკას და სწორედ ეს იმუნოგენეტიკაა განმსაზღვრელი დაავადების მიმდინარეობისა. ასევე ბევრი ფაქტორია”, – განაცხადა ლევან რატიანმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად