ლევან რატიანი: ჩვენი ქვეყანა ღმერთის სიყვარულმა გადაარჩინა

რადგან ღმერთს ასე უყვარს ჩვენი ქვეყანა, თითოეულმა ჩვენგანმა უნდა შეიყვაროს”- ამის შესახებ, თსსუ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა, პულსი TV-ს ეთერში განაცხადა, სადაც ახალი კორონავირუსის მიმდინარეობაზე ისაუბრა.

ლევან რატიანის თქმით, საქართველო კორონავირუსთან ბრძოლისას ღმერთის სიყვარულმა გადაარჩინა:

” ჩვენი ქვეყანა სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით ერთმა ფაქტმა გადაარჩინა. სულ მეუბნებიან, ეს ფაქტი რა არის. ერთს ვუთხარი ეს არის ღმერთი. რომ არა ჩვენი ქვეყნის წარმატება, ეკონომიკურად ხომ არ ვართ ძლიერი ვის ვედრებით?!..ჩვენ, ფაქტი, რომელმაც ჩვენ გადაგვარჩინა, ეს ღმერთის სიყვარულია, ალბათ, მთელმა ერმა უნდა გადავხედოთ, უნდა შევცვალოთ ცხოვრების სტილი.”-ამბობს ლევან რატიანი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად