ლევან რატიანი: ჩემი ოჯახის წევრებსაც რომ დასჭირდეთ რეანიმაცია, ვერ მივიღებთ კლინიკაში, ესაა რეალობა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის განცხადებით, სამედიცინო დაწესებულებაში, რომელსაც ის ხელმძღვანელობს, მკურნალობას 130 კოვიდინფიცირებული გადის და ამ ეტაპზე, ახალი პაციენტების მიღებასთან დაკავშირებით, კლინიკის ლიმიტი ამოწურულია.

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ლიმიტი, ამ ეტაპზე სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ ლევან რატიანის ოჯახის წევრებსაც რომ დასჭირდეთ რეანიმაცია, სამწუხაროდ, ვერ მიიღებს, ეს არის ჩვენი ქვეყნის, ამ კლინიკის რეალობა.
კოლაფსი, იმიტომ, რომ ამ წუთში, რეანიმაციას არ აქვს საშუალება არც ერთი პაციენტის მიღების საწოლფონდის არარსებობის გამო. დღითიდღე იმატებს ინფიცირებულთა რაოდენობა. თუ ადამიანებმა არ შეიცვალეს ფსიქოლოგიური განწყობა და ისევ ისე, როგორც ვაკეთებდით, კონსერვატორიული მიდგომა, თუ არ აირჩია სახელმწიფომ, ჩვენი ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა, როგორც 2X2=4-ია, აუცილებლად, ძალიან მალე ჩამოინგრევა. ვიძახდი და გავიმეორებ, ჩვენც რესურსი გვაქვს, აუცილებლად დადგება მომენტი, საექიმო საზოგადოება შეწყვეტს ჰუმანურ ექიმობას, რაც ძალიან ცუდია, მაგრამ, თუ ასე გაგრძელდა, გარდაუვალია და აღნიშნულიდან გამომდინარე, მკურნალობა წავა არჩევითად, რაც ძალიან ცუდია და სულ ამაზე მტკიოდა გული, რომ ექიმობა თავის პრინციპს დაკარგავს” – განაცხადა ლევან რატიანმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად