ლევან რატიანი: 3 პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, ჩივილები საერთოდ არ აღენიშნებათ

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის განცხადებით, სამედიცინო დაწესებულებაში, ამ დროისთვის, კოვიდინფიცირებული მხოლოდ 3 პაციენტია.

პაციენტების ანალიზები გაგზავნილია ლუგარის ლაბორატორიაში და განმეორებითი ტესტების პასუხს ელოდებიან.

“ამ ეტაპზე, ჩვენ კლინიკაში გვყავს სამად სამი პაციენტი. გაგზავნილი გვაქვს ტესტები ლუგარის ლაბორატორიაში, უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, სამივე მათგანი დღეს და ხვალ დატოვებს კლინიკას. მათი მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია. ბოლო რამდენიმე დღეა, ჩივილები საერთოდ არ აღენიშნებათ,” – განაცხადა ლევან რატიანმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად