ლევან ქელეხსაშვილი ქვიშაზე მსოფლიო თამაშების პირველი ქართველი ჩემპიონია! (ვიდეო)

კატარის დედაქალაქ დოჰაში მიმდინარე ქვიშაზე პირველი მსოფლიო თამაშებზე 70-90კგ წონითი კატეგორიების მოჭიდავეებმა გაითამაშეს მედლები

70 კგ წონით კატეგორიაში მსოფლიო სერიის პორტუგალიის და ბრაზილიის, აგრეთვე ზაგრების მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულმა ლევან ქელეხსაშვილმა თანმიმდევრულად დაამარცხა აზერბაიჯანელი პანაჰ ილიასლი – 1:0, კატარელი აბდულრაჰმან იბრაჰიმი – 3:0, ბრაზილიელი ჟოა ვიქტორ დოს სანტოს სილვა – 3:0, უკაინელი სემიონ რადულოვი 2*:2, ბერძენი ნიკო არზუმანიდისი – 3:1, ბოლოს, ფინალურ შეხვედრაში, კვლავ აზერბაიჯანელ პანაჰ ილიასლის – 1:0 და ქვიშის პირველი მსოფლიო თამაშების ჩემპიონის წოდება მოიპოვა.

90კგ წონით კატეგორიაში მსოფლიო სერიის პორტუგალიის და ბრაზილიის, აგრეთვე ზაგრების მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული, ლონდონის ოლინპიური თამაშების ბრინჯაოს მედალოსანი დათო მარსაგიშვილი გამარჯვების უპირობო ფავორიტად მიიჩნეოდა. იგი ფინალში გავიდა, 2;1 დაწინაურდა პაკისტანელ მუხამედ ინამთან შეხვედრაში და თითქოს გამარჯვებას აღარაფერი უკლდა, მაგრამ სწრაფი გამარჯვების სურვილით შეპყრობილი მოულოდნელად დაეცა ზურგით და რიო-დე-ჟანეიროში განცდილი მარცხისთვის პაკისტანელმა რევანში აიღო. დათო მარსაგიშვილი ვერცხლის მედლით დაკმაყოფილდა.

დღეს ბრძოლაში 80 კგ წონით კატეგორიაში დავით ხუციშვილი ჩაებმება, ხოლო +90კგ წონაში – მამუკა კორძაია

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად