ლევან ქავჟარაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ბუქარესტში მომდინარე ევროპის პირველობაზე ჭიდაობაში პირველი მედალი მოიპოვეს ქართველმა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა.

63 კგ წონით კატეგორიაში ლევან ქავჟარაძემ პოლონელი მიხალ ტრაჩი 5:3 დაამარცხა და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

დღეს ხალიჩაზე კიდევ ერთი ქართველი გამოვა: 130 კგ წონით კატეგორიაში იაკობ ქაჯაია ოქროს მედლისთვის იჭიდავებს. მისი მეტოქე იქნება 2012 წლის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს და 2016 წლის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედალოსანი, სამგზის მსოფლიო და შვიდგზის ევროპის ჩემპიონი, თურქი რიზა კაიალპი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...