ლევან ნიკოლეიშვილი: გაიაშვილმა უტრიალა მთავრობას და ქრთამი რომ ვერავის მისცა, წავიდა “ლელოში”

“გაიაშვილი მთავრობისგან ელოდა დაუმსახურებელ პრეფერენციებს, რომელსაც სააკაშვილის და შევარდნაძის მმართველობაში აღწევდა, როგორც ჩანს, ქრთამის ფასად”, – ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

“უტრიალა, უტრიალა მთავრობას და ქრთამი რომ ვერავის მიცა, ადგა და წავიდა “ლელოში”, რომ როგორმე გაძვრეს პარლამენტში და მერე დაალობიროს თავისი ბიზნესი, რომლის სერვისზეც ლეგენდები დადის. მგზავრები, მოწამვლის შიშით საჭმელს ვერ ჭამენ, სამაგიეროდ,  ფასები “ლუფტჰანზას” პირველ კლასს არ ჩამოუვარდება”, – წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

შეგახსენებთ, ბიზნესმენი თამაზ გაიაშვილი “ლელოს” გუნდს შეუერთდა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად