ლევან ნახუცრიშვილმა რუსი სკრიაბინი დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა!

ევროპული თამაშებზე, მინსკში, შეჯიბრების მესამე დღეს, სამბისტმა ლევან ნახუცრიშვილმა მოიპოვა ოქროს მედალი.

74 კგ წონითი კატეგორიის ფინალში ლევან ნახუცრიშვილს მეტოქედ რუსი სპორტსმენი, სტანისლავ სკრიაბინი ჰყავდა. ლევანმა მშვენივრად ჩაატარა შეხვედრა, სახელგანთქმული პიანისტის მოგვარეს ხალიჩაზე “დაკვრის” მასტერ-კლასი უჩვენა, დაამარცხა იგი 5:1 და ევროპული თამაშების ოქროს მედალი მოიპოვა!

დღეს ლევან ნახუცრიშვილამდე ძიუდოისტმა ლუკა მაისურაძემ და სამბისტებმა გივი ნადარეიშვილმა (52 კგ)
გენადი ჩირგაძემ (62 კგ) და პაატა ღვინიაშვილმა (90 კგ) მოიპოვეს ბრინჯაოს მედლები.

ამრიგად დღემდე ევროპულ თამაშებზე მოპოვებულ 10 მედალს დღეს ქართველმა სპორტსმენებმა კიდევ 5 შემატეს და მათ ანგარიშზე უკვე 15 მედალია.

რამდენიმე წუთში ოქროს მედლისთვი ზემძიმე წონის სამბისტი ბექა ბერძენიშვილი იჭიდავებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...