ლევან მურუსიძე: ამ ცხოვრებაში ყველაფერი პიარია

ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა, ლევან მურუსიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, იუსტიციის საბჭოს უნდა ჰქონდეს ფინანსური რესურსი, რითიც მედიას მართლმსაჯულებაში მიღწეული თემების გასაშუქებლად საიმიჯო მასალებს დაუკვეთავს.

“პიარი არის რა, წარმოვაჩინოთ ის დადებითი ტენდენციები რაც ხდება. ჩვენი კონფერენცია რომელიც ჩატარდა ტელევიზიებმა არ  გააშუქეს. მეკითხებდოთ ყველაფერს გარდა ამ კონფერენციისა.

მე ვფიქრობ, რომ კარგი იქნება ჩვენ თუ გვექნება საშუალება ტელევიზიებში გავახმოვანოთ ის მიღწევები რაც აქვს ქართულ მართლმსაჯულებას”, – განაცხადა ლევან მურუსიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად