ლევან მატიაშვილი ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა

პრაღაში დასრულდა ევროპის ჩემპიონატი ძიუდოში

+100 კგ წონი კატეგორიაში ბრინჯაოს მედლისთვის ლევანი მატიაშვილი ავსტრიელ შტეფან ჰეგის შეხვდა.

შეხვედრის ბოლო წამზე ლევან მათიაშვილმა დააიპონა მეტოქე და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

ამრიგად, ევროპის ჩემპიონატზე ქართველმა ძიუდოისტებმა 1 ოქროს (ტატო გრიგალაშვილი, 81 კგ), 1 ვერცხლის (ლაშა შავდათუაშვილი, 73 კგ), 4 ბრინჯაოს (81 კგ ლუკა მაისურაძე, 90 კგ ბექა ღვინიაშვილი, +100 კგ გურამ თუშიშვილი და ლევან მატიაშვილი) მედალი მოიპოვეს და ქალთა და ვაჟთა შორის საერთო გუნდურ ჩათვლაში გუნდურ ჩათვლაში საფრანგეთის და რუსეთის შემდეგ მესამე ადგილი დაიკავეს, ვაჟთა შორის კი რუსეთის ნაკრების მომდევნო მეორე ადგილზე გავიდნენ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად