ლევან ლორთქიფანიძე: არ მინდა დამკვიდრდეს, რომ ძმები ახალაიები თავისუფლებისთვის ტაჯულები ყოფილან

“მე არ მეშინია ვინმეს ხელისუფლებაში მოსვლის. მიბრძოლია 2010 წელსაც, 2012 წელსაც, მერეც მიბრძოლია და ჩემი ასაკის მიუხედავად ბევრი ჭაღარა მაქვს”, – ამის შესახებ ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ლექტორმა ლევან ლორთქიფანიძემ გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა.

“მე ბრძოლის არ მეშინია, მე მეშინია იმის, როგორი კულტურა ჩამოყალიბდება საქართველოში. მაგალითად, მე არ მინდა სახალხო ლეგიტიმაცია მივანიჭო იმ ადამიანს, მაგალითად სააკაშვილს, რომელიც ამბობს, რომ “ჩემი ერთადერთი დანაშაულია ის, რომ ქართული სახელმწიფო ავაშენე”. არ მინდა კულტურულ სტანდარტად დავამკვიდროთ ის, რომ ძმები ახალაიები თავისუფლებისთვის მებრძოლი და ტანჯული ადამიანები ყოფილან. არ მინდა კულტურულ სტანდარტად დაწესდეს ის, რასაც “ნაცმოძრაობის” წარმომადგენლები აკეთებენ ხელისუფლებაშიც და ოპოზიციაშიც.

ამიტომ, სალომე ზურაბიშვილი გამოვიდეს ქუჩაში და დაელაპარაკოს ხალხს და არა მხოლოდ ადმინისტრიციული რესურსის წარმომადგენლებს”, – განაცხადა ლევან ლორთქიფანიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...