ლევან კობიაშვილი: მიხარია, რომ ფოთს ეღირსება ის, რაც დიდი ხნის განმავლობაში აკლდა

ფოთში, საფეხბურთო ტექნიკური ცენტრის მშენებლობა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა მოინახულა. ის ფოთის მაჟორიტარ დეპუტატთან ირაკლი ხახუბიასთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მშენებლობის დეტალებს ადგოლზე გაეცნო. როგორც კობიაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, 4 მილიონიანი პროექტი,მომავალი წლის გაზაფხულზე დასრულდება.

„ნამდვილად ბედნიერი ვარ, რომ დღეს ფოთში ვიმყოფები, იმ ადგილას, სადაც სულ რამდენიმე თვის წინ, აბსოლუტურად სულს სხვა სიტუაცია იყო და მაშინ, ჩვენ პირობა მივეცით ფოთელებს, განსაკუთრებით ფეხბურთის წარმომადგენლებს, რომ აქ მოვაწყობდით ბავშთა საფეხბურთო ინფრასტრუქტურას. როგორც ხედავთ ძალიან კარგი ტემპით მიდის მშენებლობა, სულ რამდენიმე თვეა რაც დაიწყო და საბოლოო ჯამში,ალბათ მომდევნო წლის გაზაფხულზე დასრულდება. პროექტი მოიცავს, ორ სტანდარტულ საფეხბურთო მოედანს. ფინანსდება უეფას მხარდაჭერით. ძალიან მიხარია, რომ ამ ქალაქს ეღირსება ის, რაც დიდი ხნის განმავლობაში ნამდვილად აკლდა და დარწმუნებული ვარ ამ პროექტის დასრულების შემდეგ აქ ბავშვთა რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება“_ აღნიშნა ლევან კობიაშვილმა.

ფოთის საფეხბურთო სკოლის ტერიტორიაზე, უეფას დაფინანსებით მოეწყობა ორი ხელოვნურსაფარიანი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მოედანი, ასევე, 300 მაყურებელზე გათვილი ტრიბუნა და ტექნიკური შენობა ფეხბურთელთა და მსაჯთა გასახდელებით, აშენდება მწვრთნელებისა და სამედიცინო ოთახები, საპირფარეშოები გულშემატკივართათვის, რომელიც ადაპტირებულია შშმ პირებისთვის, მშენებლობა ივლისში დაიწყო და 2020 წელს დასრულდება. სამშენებლო სამუშაოებს ახორციელებს სამშენებლო კომპანია “სფრინგ ქონსთრაქშენი”.პროექტის ღირებულება 4 მილიონ ლარს შეადგენს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...