ლევან კობიაშვილი გურამ კაშიაზე: ფეხბურთის ფედერაცია ყოველთვის იდგება იქ, სადაც არის თავისუფლება

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ლევან კობიაშვილის განცხადებით, გურამ კაშიას ქმედება მისაბაძია და ქართული ფეხბურთის მმართველი ორგანო ყოველთვის დადგება იმ ადამიანის გვერდით, რომელიც მათი ოჯახის წევრია და მის მიმართ ადგილი აქვს რაიმე სახის ძალადობას.

ეს განცხადება ლევან კობიაშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში, გადაცემა „რეაქციაში“ გააკეთა.

„გურამმა თვითონ გააკეთა განამრტება და მიმაჩნია, რომ მან აბსოლუტურად იცოდა, რასაც აკეთებდა. მისაბაძია ამ ქმედებით და არამარტო. ის არის პიროვნება, რომელიც მართლაც მისაბაძია თავისი პროფესიონალიზმით და დამოკიდებულებით, თავისი ქვეყნის სიყვარულით. მეამაყება, რომ გურამი არის ჩემი მეგობარი. მე მას ვიცნობ და ვამბობ ამას. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია და მე, ყოველთვის დავიცავთ და დავდგებით იმ ადამიანის გვერდით, ვინც ჩვენი ოჯახის, გუნდის წევრია. იმიტომ, რომ მის მიმართ არის ძალადობა და მას შეურაცხყოფას აყენებენ. მგონი, დემოკრატიულ ქვეყანაში ვცხოვრობთ და ყველას აქვს აზრის გამოხატვის უფლება. რაც შეეხება მომდევნო თამაშებს, ვფიქრობ, მასზე გაცილებით მეტი ადამიანი იქნება გურამ კაშიას მაისურით. ამას ველოდებით. სფფ-სთვის ნებისმიერი თამაში მნიშვნელოვანია, თუ უსაფრთხოებაზე ვსაუბრობთ. დარწმუნებული ვარ, გურამ კაშია გამოვა და ითამაშებს ზუსტად ისე, როგორც ამას აქამდე აკეთებდა. ზუსტად იმიტომ არის ის განსხვავებული, რომ მას აქვს სიყვარული. სფფ ყოველთვის იდგება იქ, სადაც არის თავისუფლება და არავის მივცემთ უფლებას, იძალადონ ჩვენი ოჯახის წევრზე“, – განაცხადა ლევან კობიაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად