ლევან კობიაშვილი დებატებში მონაწილეობისთვის მზადაა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატი ლევან კობიაშვილი გადაცემა „2030“-ის შეთავაზებას იღებს და ის მზად არის პრეზიდენტობის სხვა კანდიდატებთან ერთად დებატებში ჩაერთოს.

მან დებატებში მონაწილეობასთან დაკავშირებით შეთავაზება ტელევიზიისაგან გადაცემა "2030"-ში წამყვან მაკა ცინცაძისაგან, მიიღო.

როგორც მას წამყვანმა აუწყა, გადაცემა „2030“-ს უკვე აქვს მიღებული შეთანხმება და მომდევნო დღეებში გადაცემაში სტუმრად იქნებიან მისი კონკურენტები. მას შემდეგ, რაცთითოეული კანდიდატი ცალ-ცალკე მიიღებს გადაცემაში მონაწილეობას და მაყურებლებს თავის გეგმებს გააცნობს, GDS-ი მათ პირდაპირ ეთერში დებატებს სთავაზობს. დებატებიცივილიზებულ ქვეყნებში აპრობილრებული ფორმატის იქნება.

„დიდი სიამოვნებით მივიღებ, მზად ვარ. თუ გამონახავთ საშუალებას და თქვენს ტელევიზიას დრო ექნება, დიდი სიამოვნებით გესტუმრებით“, – აღნიშნა ლევან კობიაშვილმაწამყვანის შეთავაზების პასუხად.  

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...